აშშ-ში COVID19-ის გამო ჰოსპიტალიზირებულ პაციენტთა რიცხვი რეკორდულად გაიზარდა

კორონავირუსთან დაკავშირებული გართულებების გამო შეერთებულ შტატებში ჰოსპიტალიზირებული ახალი პაციენტების ყოველდღიური რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა მიმდინარე წლის თებერვლის შუა რიცხვებიდან. ეს დასტურდება 30 ივლისს შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ფედერალური ცენტრების (CDC) ვებგვერდზე განთავსებული მონაცემებით.

28 ივლისის მონაცემებით, კორონავირუსის დიაგნოზით ჰოსპიტალიზირებულია 6837 ადამიანი. ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მიმდინარე წლის 18 თებერვლის შემდეგ.

 

კომენტარები
იტვირთება...