აშშ-ში, COVID-19-ის ვაქცინის ადამიანებზე წარმატებით გამოცდის შესახებ განაცხადეს

აშშ-ს ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ Moderna, ახალი კორნავივირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმატებული კლინიკური კვლევების შესახებ განაცხადა. შესაბამისი განცხადება გამოქვეყნდა კომპანიის ვებსაიტზე.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კლინიკურ კვლევებში მონაწილეები დაყვეს რამდენიმე ჯგუფად და მისცეს ვაქცინის განსხვავებული დოზები. მათში, ვინც ვაქცინის ყველაზე დაბალი დოზა მიიღო, ანტისხეულები განვითარდა დაახლოებით იმავე რაოდენობით, როგორც იმ ადამიანებში, რომლებმაც გადაიტანეს COVID-19.

უფრო მეტიც, მათ, ვისაც ვაქცინის დიდი დოზა შეუყვანეს, ტესტების დასრულების შემდეგ, მათ სხეულში გაცილებით მეტი ანტისხეული იყო, ვიდრე პაციენტებში, რომლებიც ახალი კორონავირუსისგან უკვე განიკურნენ.

ვაქცინის გამოცდა 16 მარტს დაიწყო ვაშინგტონის სიეტლის კვლევით ცენტრში. კვლევას ერთობლივად ატარებდა კომპანია Moderna და აშშ-ს ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის სპეციალისტები.

ტესტირებაში მონაწილეობას იღებდა 45 ადამიანი. “მოდერნას გუნდი დაჩქარებული ტემპით მუშაობს, რათა ვაქცინების ტესტირების მესამე ეტაპი ივლისში დაიწყონ და, წარმატების შემთხვევაში, შეიტანონ განაცხადი წამლის ლიცენზირებაზე.” – თქვა კომპანიის ხელმძღვანელმა შტეფან ბანსელმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად