აშშ-ში, COVID-19-ის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 1 000-ს გადააჭარბა

აშშ-ში, ახალი კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 1 041 ადამიანი შეადგინა. შესაბამისს მონაცემებს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი აქვეყნებს.

აშშ-ში, ახალი კორონავირუსის შედეგად ინფიცირებულთა რაოდენობით, ჩინეთისა და იტალიის შემდეგ მესამე ადგილზე იმყოფება, ქვეყანაში 69 194 ადამიანია ინფიცირებული ამ მომენტისათვის.

ყველაზე ცუდი სიტუაცია ქვეყანაში ნიუ-იორკის შტატშია. მასზე სიკვდილიანობის მესამედი ნაწილი მოდის, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობამ 32 000-ს გადააჭარბა. 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ვაშინგტონის შტატში.

ხელისუფლება შიშობს, რომ უახლოეს მომავალში აშშ-ში არსებული სიტუაცია გაუარესდება, ამის შესახებ CNN-ი წერს. ამგვარად, ნიუ-იორკში უკვე დაიწყეს დამატებითი სასაფლაოს მშენებლობა და სატვირთოების მომზადება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად