აშშ-ში ბოლო ორ დღეში კორონავირუსით 3911კაცი გარდაიცვალა, 575-ით მეტი, ვიდრე ჩინეთში 22 იანვრიდან დღემდე

ამის შესახებ ინფორმაცია პორტალ worldometers-ზეა განთავსებული

პორტალის თანახმად, განვლილ 24 საათში, აშშ-ში კორონავირუსით წინა 24 საათზე 31-ით ნაკლები, 1940 კაცი გარდაიცვალა.

განვლილ 48 საათში აშშ-ში კორონავირუსით 3911 კაცი გარდაიცვალა, ჩინეთში კორონავირუსით 22 იანვრიდან დღემდე გარდაცვლილთა რაოდენობაზე 578-ით მეტი

სულ, 9 აპრილამდე, აშშ-ში კორონავირუსით 14788 კაცია გარდაცვლილი. აქედან 6268 კაცი ანუ 42,39% ნიუ-იორკის შტატზე მოდის.

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა მთელ მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლთა რაოდენობის 16,72%-ია.

მსოფლიოში საშუალოს, ყოველი მილიონი მცხოვრებიდან კორონავირუსით გარდაცვლილია 11,4 კაცი, აშშ ეს მაჩვენებელი 45-ია, თითქმის 4-ჯერ მეტი.

განვლილ 24 საათში აშშ-ში ინფიცირების 31935 შემთხვევა გამოვლინდა, წინა 24 სათთან შედარებით 1525-ით ნაკლები.

სულ, 9 აპრილამდე, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 434927 შემთხვევაა გამოვლენილი, მთელ მსოფლიოში დადასტურებული შემთხვევების 28,65%

მსოფლიოში, საშუალოდ, ყოველი მილიონი მცხოვრებიდან კორონავირუსით ინფიცირებულია 195 კაცი. აშშ-ში ყოველი მილიონი კაციდან ინფიცირებულია 1315 კაცი.

აშშ-ში 2 209 041 ტესტია ჩატარებული რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი მილიონი მცხოვრებლიდან 6 674 კაცს აქვს ტესტი გავლილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად