აშშ-ში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ქართველი დაიღუპა

ამერიკის შტატ ნიუ-ჯერსიში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ქართველი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას შტატის პოლიციაზე დაყრდნობით CBS New York-ი ავრცელებს. 

მათი ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და  გადაბრუნდა. 
შემთხვევა ადგილობრივი დროით, დაახლოებით 4:30 საათზე, შტატის სამხრეთით, Newark Liberty International Airport- ის მახლობლად მოხდა.

პოლიციის განმარტებით, შემთხვევის დროს ავტომობილის მძღოლს ტვირთი გადაჰქონდა. 
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. ინციდენტის ადგილზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეფერხდა. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. ინციდენტის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. დაღუპულთა ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია. 

"აიპრესი" ინფორმაციის გადამოწმების მიზნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებოთ საკონსულო საქმის კურსშია. მათი ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ოჯახებს გადმოსვენების პროცედურაში ეხმარება და ამჟამად ცხედრებს შესაბამისი ექსპერტიზა უტარდებათ.  

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად