A1 ბანერი

აშშ-ში ავტომობილის მძღოლი გამვლელებს დაეჯახა – დაშავებულია 10 ადამიანი

კალიფორნიის შტატის ქალაქ ფულერტონში ავტომობილის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია მიკრობლოგ „ტვიტერზე“ ავრცელებს.

პოლიციის განცხადების თანახმად, 10 თებერვალს, წითელი Toyota Tacoma- ს მარკის ავტომობილის მძღოლი ტროტუარზე გადავიდა და გამვლელებს დაეჯახა, შემდეგ კი ხეს შეეჯახა.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია მივიდა. დაშავებულები 18-დან 49 წლამდე ასაკის არიან.

ათი ადამიანი საავადმყოფოში სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებით გადაიყვანეს, მათ შორის ზოგი კრიტიკულ მდგომარეობაშია. გარდა ამისა, ინციდენტის შედეგად  სამი ავტომობილი დაზიანდა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ავტომობილს 22 წლის კრისტოფერ სოლისი მართავდა. სამართალდამცავების განცხადებით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ის ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ამჟამად ახალგაზრდა მამაკაცი დაკავებულია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...