აშშ-ში, ახალი კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 3 000-ს გადააჭარბა

აშშ-ში 3 000-ზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა, რომლებიც ახალი კორონავირუსით იყვნენ ინფიცირებულნი. ამაზე ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემები მოწმობს.

სიკვდილის ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირებულია ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიში.

ქვეყანაში ინფირიცირებულთა საერთო რაოდენობამ 163,5 ათასს გადააჭარბა. გამოჯანმრთელდა თითქმის 5,9 ათასი პაციენტი.

აშშ, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. მას მოსდევს იტალია, სადაც ინფიცირების 101,7 ათასი შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, იტალიაში, აშშ-სთან შედარებით, ახალი კორონავირუსის შედეგად სიკვდილის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად