შშმ წყვილი, რომელთა ისტორიამ საზოგადოება აღაფრთოვანა

ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ლივერპულის მცხოვრები, 56 წლის პოლ შარუნ-დეფორგე, რომელსაც დაახლოებით ერთი წლის წინ ალცგეიმერის დაავადებაა აღმოაჩნდა და სახლიდან ინტენსიური სამედიცინო დახმარებისთვის სპეციალურ სამედიცინო რეზიდენციაში იყო გადაყვანილი, აპრილის ბოლოს გარდაიცვალა.

პოლ შარუნ-დეფორგეს გარდაცვალებით დასრულდა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს შორის ყველაზე ხანგრძლივი ქორწინება.

პოლმა და კრისმა ერთმანეთი 1988 წელს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის გამართული ცეკვებზე სიარულის დროს გაიცნეს. გაცნობისთანვე ორივემ ერთმანეთისადმი მიზიდულობის იგრძნო. მალე კრისმა გადადგა პირველი ნაბიჯი და შესთავაზა მასზე დაქორწინებულიყო.

“მე ჩავხედე მას თვალებში და ჩემი მომავალი დავინახე. და სწორედ მაშინ მე მას ქმრობა ვთხოვე… მან თანხმობა მითხრა”, – ამბობს კრის შარუნ-დეფორგე ვაშიგტონ პოსტთან ინტერვიუში.

კრისის და იხსენებს, რომ როდესაც მან ჰკითხა კრისს რა მოსწონდა მის საქმროში, მან უპასუხა: “ყველაფერი რიგზეა –
მე მართლა მომწონს მამაკაცი, რომელიც ჩემი მსგავსია.”

პოლ და კრისს ხუთი წელი დასჭირდათ მათი ქორწინების ხელისშემშლელი წინააღმდეგობების გადასალახად. მათ უნდა დაემტკიცებინათ სახელმწიფოსთვის, რომ ყველაფერი კარგად აქვთ გააზრებული და თანახმა არიან ქორწინებაზე. გარკვეული გაკვეთილების და ტესტების შემდეგ, რომელთა საშუალებით მათი სექსუალური ცოდნის, მგრძნობელობების და მოთხოვნილებების შეფასებას ახდენდნენ, დაქორწინების ნება დართეს და 1993 წელს ისინი დაქორწინდნენ. პოლმა და კრისმა ქორწინების შემდეგ გვარები გააერთიანეს და შარუნ-დეფორგეეები გახდნენ.

“გვარების გაერთიანება იდეალური გადაწყვეტილება იყო”, – ამბობს კრისი. “ჩვენი ოჯახი ძალიან გახარებული იყო პოლის ჩვენთან შემოერთებით, მისმა ოჯახმა კი იმით გაიხარა, რომ კრისი შეუერთდა მათ.” (პოლი და კრისი რვა-რვა შვილიან ოჯახებში იზრდებოდნენ – “აიპრესი”).

“ისინი სამაგალითოები იყვნენ ყველასთვის… მუდმივად ზრუნავდნენ ერთმანეთზე”, – ამბობს კრისის უფროსი და.

პოლ და კრის შარუნ-დეფორგები ქორწინების შემდეგ სახელმწიფოს მიერ შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის გამოყოფილ საცხოვრებელში ფართში, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მომსახურე პერსონალიც არის, ცხოვრობდნენ. მუშაობდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განკუთვნილ ორგანიზაციებში.

დაახლოებით ერთი წლის წინ პოლს ალცგემაიერის დაავადების ადრეული სტადიისთვის დამახასიათებელი ნიშნები აღმოაჩნდა. აღნიშნული დავადება დაუნის სინდრომით დაავადებულ 50-60 წლის ასაკის მამაკაცთა ნახევარზე მეტში შეინიშნება. ის სახლიდან 10 მილის მოორებით მდებარე რეზიდენციაში გადაიყვანეს ინტენსიური სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად. იქ მას საწოლის თავთან, კედელზე, კრისის დახატული პეპელა ჰქონდა ჩამოკიდებული.

მე მიყვარდა ჩემი ქმრის “დიდი, ლამაზი, ცისფერი თვალები”, “მე მივეცი ის ჩემ საყვარელ ადამიანს, მას ეს ძალიან მოსწონდა”, – ამბობს მწუხარებისგან განადგურებული კრისი და ამატებს, რომ თავად ძალიან უყვარს პეპლები. ქმარიც კი წარმოედგინა ხოლმე პეპლის სახით.

“მე ვფიქრობ პოლზე, ჰაერში აფრენილზე,,, და თავისუფალზე”, – ამბობს კრისი.

წყვილი თავიანთი ქორწინების წლისთავს ხშირად ატარებდაადირონდაკის მთებში (აშშ-ში მდებარე აპალაჩების ქედის მთის მასივი – “აიპრესი”). 13 აგვისტოს, მათი ქორწინების დღეს, კრისი გეგმავს ესტუმროს მათთვის ამ განსაკუთრებულ ადგილს, რათა გააბნიოს თავის მეუღლის ფერფლი და წარმოიდგინოს, როგორ მიფრინავს იგი.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...