აშშ-ში 13 წლის მოზარდი დააკავეს, რომელიც პირველკლასელებს თავდასხმებით დაემუქრა

ლოს-ანჯელესში, 13 წლის მოზარდი მას შემდეგ დააკავეს, რაც ის პირველკლასელებსა და სკოლის თანამშრომლებს თავდასხმით დაემუქრა. მის სახლში ჩატარებული ჩხრეკისას იარაღი, ვაზნები და მოსწავლეთა სია იპოვეს,-ინფორმაციას გამოცემა Los Angeles Times- ი პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, მოზარდთან ერთად ოჯახის კიდევ ერთი ზრდასრული წევრი დააკავეს, მაგრამ უცნობია, უკავშირდება თუ არა ის სკოლაზე თავდასხმის შესაძლო მცდელობას.

სკოლის მოსწავლეების თქმით, მათ თანაკლასელი 22 ნოემბერს თავდასხმებით დაემუქრა, რის შესახებაც საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელობას აცნობეს.

აღნიშნულის შემდეგ, პოლიციამ მოზარდის სახლში ჩხრეკა ჩაატარა, სადაც ნახევრად ავტომატური AR-15 იარაღი, 100 ტყვია, სკოლის რუკა, ასევე იმ მოსწავლეებისა და სკოლის თანამშრომლების სახელების სია იპოვეს, რომელთა მიმართ თინეიჯერი სავარაუდოდ თავდასხმას გეგმავდა.

გარდა ამისა, იმავე დღეს, ქალაქ პალმდეილის სკოლაში კიდევ ერთი მოსწავლე დააპატიმრეს, რომელიც თავდასხმებით იმუქრებოდა. მან სოციალურ ქსელებში იარაღის ფოტოები გაავრცელა და თავდასხმებით დაიმუქრა. ოფიციალური პირების თქმით, ეს ორი ინციდენტი ერთმანეთს არ უკავშირდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად