აშშ შეშფოთებას გამოთქვამს იდლიბის პროვინციაში თურქ ჯარისკაცებზე თავდასხმის გამო და მხარდაჭერას უცხადებს თურქეთს, როგორც მის მოკავშირეს, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს NATO-ელ მოკავშირე თურქეთს. მოვუწოდებთ ასადის რეჟიმს, რუსეთისა და ირანის მიერ მხარდაჭერილ ძალებს, დაუყოვნებლივ შეწყდეს ეს საშინელი თავდასხმა”, – ნათქვამია განცხადებაში.