აშშ საუდის არაბეთში 500-მდე სამხედრო მოსამსახურეს გაგზავნის

სპარსეთის ყურეში ვითარების ესკალაციის ფონზე, შეერთებული შტატები საუდის არაბეთში ჯარის გაგზავნას გეგმავს. ინფორმაციას გამოცემა DW ავრცელებს.

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ “ერ-რიადი და ვაშინგტონი რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მხრივ თანამშრომლობას განამტკიცებენ”.

როგორც საინფორმაციო სააგენტო SPA წერს, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა გარეტ მარკისმა განაცხადა: “აშშ ირანის მტრულ ქმედებებთან დაკავშირებით, უსაფრთხოების და ინტერესების დაცვისთვის, მოკავშირეებსა და პარტნიორებთან მუშაობას გააგრძელებს”.

შეერთებულ შტატებში ასევე აღნიშნავენ, რომ ამ ნაბიჯის მიზანია, დაიცვას ვაშინგტონის ინტერესები და რეგიონში არსებული სამხედრო ძალები.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საუდის არაბეთში ჯარისკაცების გაგზავნა უკვე დაიწყო, ისინი 500-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავენ.

19 ივლისს, ირანის შეიარაღებულმა ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ორი ბრიტანული ტანკერი დააკავეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად