აშშ საელჩო: სამეგრელო ზემო-სვანეთში კელი დეგნანმა ყველის გაკეთება ისწავლა

ამ ზაფხულს ელჩი დეგნანი სიამოვნებით სარგებლობს საქართველოში შიდა ტურიზმის შესაძლებლობებით. ამ კვირას ელჩმა სამეგრელო-ზემო სვანეთში ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასა და ქალ ბიზნეს ლიდერებთან ერთად იმოგზაურა. – ამის შესახენ საქართველოში აშშ-ის საელჩო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“ზუგდიდში, ბესო ჭითანავას საოჯახო სამზარეულოში გუბერნატორ ალექსანდრე მოწერილიასთან ერთად ელჩმა ყველის გაკეთება ისწავლა. დასავლეთ საქართველოში პირველი ვიზიტისას ელჩი ეცნობა რეგიონის უნიკალურ კულტურულ ტრადიციებს და თავგადასავლების მრავალფეროვნებას, რომელსაც საქართველო ტურისტებს სთავაზობს. ბატონი ჭითანავას სახლში ელჩმა პირადად ნახა, როგორ ეხმარება მას USAID-ის პროგრამა ZRDA ბიზნესის გაფართოებაში, სტუმრების მიღებასა და მათთვის მეგრული სამზარეულოსა და მუსიკის გაცნობაში.

ეს არის შესანიშნავი მაგალითი იმისა, როგორ ეხმარება ამერიკული ბიზნეს გამოცდილება ქართველებს, წარმოაჩინონ თავისი კულტურული სიმდიდრე და შექმნან ახალი სამუშაო ადგილები.

მოგვიანებით ელჩმა დაათვალიერა ენგურის ჰიდროელექტროსადგური, რათა გაცნობოდა ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მახლობლად ენერგო რესურსების კოორდინაციის საკითხს. მოგზაურობისას ელჩი ხშირად ხვდება ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან. ამჯერად, ოკუპირებულ აფხაზეთთან მან ხაზი გაუსვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი შეერთებული შტატების ერთგულებას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

 

Ambassador Degnan is enjoying the amazing domestic travel opportunities in Georgia this summer.
This week she traveled with Minister of Economy Natia Turnava and a group of prominent women business leaders to Samegrelo-Zemo Svaneti.
In Zugdidi, she learned to make cheese with Governor Alexander Motserelia in Beso Chitanava’s home kitchen. On this first trip to Western Georgia, the Ambassador is learning about the unique cultural traditions of the region and the diversity of experiences Georgia offers tourists. At Mr. Chitanava’s home, she also got to see how USAID Georgia’s Zrda program is helping him grow his business, hosting visitors and introducing them to Megrelian food and music.
This is a powerful example of how business expertise developed in the United States can help Georgians celebrate the richness of their own culture and create new jobs in their communities. Later in the afternoon, Ambassador Degnan toured the Enguri Dam to explore how energy resources are coordinated across the Administrative Boundary Line. The Ambassador’s travels bring her near the ABL with Abkhazia and once again emphasize the United States’ commitment to Georgia’s territorial integrity within its internationally recognized borders” – ნათქვამი facebook-ში საელჩოს გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელსაც ფოტო მასალაც ახლავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად