აშშ-სა და ჩინეთს შორის შესაძლოა, უახლოეს მომავალში სავაჭრო საკითხზე შეთანხმება გაფორმდეს

შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა უახლოეს მომავალში ჩინეთთან სავაჭრო ხელშეკრულება გააფორმოს. ინფორმაციას სააგენტო “როიტერი” აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი თქმით, მხარეები სავაჭრო შეთანხმებაზე შესაძლოა 2020 წლის 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე შეთანხმდნენ.

როგორც დონალდ ტრამპმა დასძინა, ვაშინგტონსა და პეკინს შორის არჩევნების შემდეგ შეთანხმების გაფორმება შესაძლებელი იქნება, თუ ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს.

”თუ ეს არჩევნების შემდეგ მოხდება, გარიგება ისეთივე იქნება, როგორც არასდროს გინახავთ. ის ყველაზე დიდი გარიგება იქნება ისტორიაში და ჩინეთმა ეს იცის”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

სავაჭრო ომი დაახლოებით წელიწადნახევარია გრძელდება, მხარეებმა ჯერ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ამერიკის პრეზიდენტის განცხადება შეერთებული შტატებისა და ჩინეთის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრის მოლოდინში გაკეთდა, რომელიც უახლოეს დღეებში ვაშინგტონში უნდა ჩატარდეს.

1 სექტემბერს, შეერთებულმა შტატებმა საქონელზე გადასახადი 125 მილიარდი დოლარით გაზარდა, რასაც ჩინეთმა შესაბამისად უპასუხა. ოქტომბერსა და დეკემბერში ვაშინგტონი და პეკინი ახალი ურთიერთდაკავშირებული შეზღუდვების დაწესებისთვის ემზადებიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად