აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსეთის G7-ის სამიტში მონაწილეობას გმობს

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ სამშაბათს მიიღო რეზოლუცია, რომელიც “დიდი შვიდეულის” სამიტში რუსეთის მონაწილეობას გმობს,-ინფორმაციას გამოცემა The Hill ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რეზოლუციას დაუჭირა მხარი 339-მა კანონმდებელმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი 71 იყო.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტი რესპუბლიკელმა ალბიო საირესმა აგვისტოში მას შემდეგ წარადგინა, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთმა “დიდი შვიდეულის” სამიტში მონაწილეობა უნდა მიიღოს.

რეზოლუცია შეიცავს ფორმულირებას, რომელიც ადასტურებს აშშ-ს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ.

დოკუმენტი მთელ მსოფლიოში დემოკრატიული საზოგადოებების მიმართ, მათ შორის შეერთებულ შტატებსა და G7- ის სხვა ქვეყნებში კრემლის თავდასხმებს გმობს.

გარდა ამისა, რეზოლუცია მოუწოდებს G-7 ლიდერებს, რუსეთის ფორმატში დაბრუნებას შეეწინააღმდეგონ.

ავტორები მიიჩნევენ, რომ რუსეთმა პატივი უნდა სცეს უკრაინის სუვერენიტეტს, დაუბრუნოს ყირიმი უკრაინას და შეწყვიტოს მსოფლიოს დემოკრატიულ ქვეყნებზე თავდასხმები. რეზოლუცია  სარეკომენდაციო ხასიათისაა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად