აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც ჩინეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ ხმათა უმრავლესობით მიიღო კანონპროექტი, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს პეკინის მიმართ სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდებს.

კანონპროექტს 407-მა კანონმდებელმა დაუჭირა მხარი, ხოლო ერთი წინააღმდეგი იყო. დოკუმენტის თანახმად, აშშ-ს პრეზიდენტმა უნდ დაადასტუროს მუსლიმი უმცირესობების, კერძოდ კი უიღურელების წინააღმდეგ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და რეპრესიები.

დოკუმენტი ჩინეთის მაღალი თანამდებობის პირების მიმართ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, მათ შორის, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრის, XUAR CCP- ის კომიტეტის მდივნის ჩენ ციუანგოს წინააღმდეგ.

სექტემბერში მსგავსი კანონპროექტი სენატმა დაამტკიცა. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ დოკუმენტს კონგრესის ორივე პალატა დაამტკიცებს, მას ხელი პრეზიდენტმა ტრამპმა უნდა მოაწეროს, რათა კანონის სტატუსი მოიპოვოს.

პეკინი მტკიცედ უარყოფს სინცზიუანში ადამიანთა უფლებების დარღვევის თაობაზე ბრალდებას და მიაჩნია, რომ აშშ ჩინეთის შიდა საქმეებში უხეშად ერევა.

ცნობისთვის, შეერთებულმა შტატებმა ჰონგ კონგში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ კანონი მიიღო, რასაც პეკინში უარყოფითი რეაქცია მოყვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად