აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ 2020 წლის თავდაცვის ბიუჯეტში შესწორება მიიღო

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ 2020 წლის თავდაცვის ბიუჯეტში შესწორება მიიღო, რომელშიც ამერიკელებს რუსეთის სახელმწიფო ვალით ნებისმიერი ოპერაციის განხორციელებას უკრძალავს. სხდომას პირდაპირ ეთერში C-SPAN- გადასცემდა.

აღნიშნული ინიციატივით დემოკრატები მაქსინ უოტერსი და ბრედლი შერმანი გამოვიდნენ.

“თავდაცვის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა უზრუნველყოფს სანქციების მოხსნის მექანიზმს, თუ აშშ-ს ადმინისტრაცია დაასკვნის, რომ რუსეთი ამერიკის არჩევნებში არცერთი საარჩევნო ციკლის განმავლობაში არ ჩარეულა და თუ კონგრესი ამ დასკვნას დაეთანხმება”, – აცხადებენ კონგრესმენები.
მათ ასევე აღნიშნეს, რომ ვაშინგტონს სერიოზული მექანიზმი სჭირდება, რომელიც მას საშუალებას მისცემს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაასაბუთოს.

ბიუჯეტის პროექტი ჯერ დამტკიცებული არ არის. მას ხელი აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნდა მოაწეროს, მას შემდეგ, რაც დოკუმენტს წარმომადგენელთა პალატა და სენატი დაამტკიცებს.

ინიციატივა ასევე, აშშ-ს არჩევნებში შესაძლო ჩარევისთვის რუსეთთან მიმართებაში სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ეს სახალხო ფინანსური მომსახურების კომიტეტის მიერაა წარმოდგენილი. ასევე განცხადებაში ნათქვამია, რომ საუბარია ახალ სახელმწიფო ვალზე, რომელიც კანონის ძალაში შესვლიდან სამი თვის შემდეგ გაიცა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად