აშშ-ს თავდაცვის მინისტრის თანამდებობა მარკ ესპერმა დაიკავა

აშშ-ს თავდაცვის მინისტრის თანამდებობა მარკ ესპერმა დაიკავა. ინფორმაცია თეთრი სახლის ვებ-გვერდზე გავრცელდა.

ცერემონიის დროს ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პენტაგონის ხელმძღვანელის თანამდებობაზე უფრო კვალიფიციური ადამიანი არ არსებობს, ვიდრე მარკ ესპერია.
მან აშშ-ის სამხედრო აკადემია დაამთავრა, შემდეგ ჰარვარდის უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხი მოიპოვა, ხოლო მოგვიანებით, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში დოქტორის ხარისხი.
“დარწმუნებული ვარ, რომ ის თავდაცვის შესანიშნავი მინისტრი იქნება. ამაში აბსოლუტურად ეჭვი არ მეპარება. ის ყველა ასპექტში გამორჩეულია “, -აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა, რის შემდეგაც ესპერმა ფიცი დადო.

მანამდე, სენატმა ესპერის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. პენტაგონის წინა ხელმძღვანელი ჯეიმს მეტისი 2018 წლის დეკემბერში გადადგა.

ესპერი 1990-1991 წლებში, სპარსეთის ყურის კონფლიქტში მონაწილეობდა, შემდეგ კი Heritage Foundation- ის ხელმძღვანელი იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...