აშშ-ს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი პენტაგონს მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობის დაფინანსებას სთხოვს

აშშ-ს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა (IMB) პენტაგონს სთხოვა, რომ მექსიკის საზღვართან 270 მილის (435 კმ) ბარიერის მშენებლობისთვის თანხები გამოიყოს,-ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

სააგენტო ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა მოთხოვნის შესაფასებლად ორი კვირა ითხოვა.

სააგენტო AP-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მითითებული არ არის, თუ რა რაოდენობის თანხა მოითხოვა აშშ-ს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა, თუმცა გამოცემა The Washington Post-მა ადრე დაწერა, რომ საუბარია, 7.2 მილიარდ დოლარზე.

პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რამდენიმე შტატში, ექვს სექტორში სასაზღვრო ბარიერების, განათებისა და გზების მშენებლობას გეგმავენ.

კედლის აშენების იდეა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეკუთვნის და კონგრესთან მის ურთიერთობში ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენს, რომელიც თავდაცვისთვის გამოყოფილი თანხების გადანაწილებას ეწინააღმდეგება.

გასულ წელს მშენებლობისთვის მხოლოდ 1.4 მილიარდი დოლარი დამტკიცდა, აღნიშნულის საპასუხოდ, აშშ-ს პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც მას საშუალებას აძლევდა, თავდაცვის სამინისტროს ანგარიშებიდან მექსიკის საზღვართან სასაზღვრო კედლის აშენებისთვის თანხები გამოეყენებინა.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად