აშშ-ს სენატმა საგანგებო მდგომარეობის დასრულებას მხარი დაუჭირა

აშშ-ის სენატმა მექსიკის საზღვართან არსებული ვითარების გამო, საგანგებო მდგომარეობის დასრულებას მხარი დაუჭირა, რომელიც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 15 თებერვალს გამოაცხადა,-ინფორმაციას FoxNews-ი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას მხარი 59-მა სენატორმა დაუჭირა, ხოლო 41 წინააღმდეგი იყო.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ Twitter-ზე უკვე დაწერა, რომ რეზოლუციას ვეტოს დაადებს.

“მადლობას ვუხდი ყველა ძლიერ რესპუბლიკელს, რომლებიც საზღვრის დაცვის მხარდაჭერას და ჩვენთვის უკიდურესად საჭირო კედელს მხარს უჭერენ”,- დაწერა ტრამპმა.

15 თებერვალს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა. მანამდე, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობისთვის თანხის გამოყოფის თაობაზე დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები “დროის ფუჭად კარგვა” იყო.

15  თებერვალს, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ რამდენიმე სამინისტროსა და საზღვრის დაცვის ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტი მიიღო.

აშშ-ის მთავრობამ 2018 წლის 22 დეკემბერს მუშაობა ნაწილობრივ შეაჩერა. აღნიშნულის მიზეზი მთავრობის მუშაობის დაფინანსების შესახებ რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის დაპირისპირება იყო, რომელიც მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობისთვის თანხების გამოყოფას ეხებოდა. დონალდ ტრამპი მშენებლობას 5,7 მილიარდი დოლარის გამოყოფას მოითხოვდა, დემოკრატები კი ამ რაოდენობის თანხის გამოყოფას ეწინააღმდეგებოდნენ.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...