აშშ-ს სენატმა ჰონგ კონგში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ კანონპროექტი მიიღო

აშშ-ს კონგრესის სენატმა ჰონგ კონგში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ კანონპროექტი ერთხმად დაამტკიცა.

დოკუმენტი წარმომადგენელთა პალატას გადაეგზავნა, რომელმაც ადრე მიღებული მსგავსი კანონპროექტი უკვე მიიღო.

იმ შემთხვევაში, თუ კონგრესის ორივე პალატა კანონპროექტის ტექსტს დათანხმდება, მას ხელი აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნდა მოაწეროს.

სენატმა მიიღო მეორე კანონპროექტი, რომელიც ჰონგ კონგის პოლიციისთვის აღჭურვილობის მიწოდების აკრძალვას ითვალისწინებს: ცრემლსადენი აირი, წიწაკის გაზი, რეზინის ტყვიები.

გამოცემა The Washington Post-ის ცნობით, ტრამპმა შესაძლოა დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი თქვას, რადგან ის ჩინეთთან სავაჭრო ხელშეკრულების დადებას ცდილობს.

დოკუმენტი ასევე ჰონგ კონგში ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის პასუხისმგებელ პირთა მიმართ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად