აშშ-ს სენატმა 1,9 ტრილიონი აშშ დოლარის მოცულობის ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი მიიღო

აშშ-ს სენატმა 1,9 ტრილიონი აშშ დოლარის მოცულობის ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი მიიღო. პირდაპირი ეთერი მიდმინარეობდა საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატის ვებ-გვერდზე.

ეს გეგმა ემყარება აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ შეთავაზებულ პროგრამას. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 50 დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო – 49.

დოკუმენტის განხილვის დროს, სენატორებმა, ძირითადად რესპუბლიკური პარტიიდან, შეიტანეს სხვადასხვა ცვლილებები კენჭისყრაში, მაგრამ უმეტესობა უარყოფილი იქნა. ახლა შესწორებული კანონპროექტი კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ ხელახლა უნდა დამტკიცდეს, მხოლოდ ამის შემდეგ იგი გადაეგზავნება პრეზიდენტს ხელმოსაწერად.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...