აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების ხელმძღვანელად ქალი წარადგინეს – ვინ არის ბარბარა ბარეტი

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოფიციალურად განაცხადა, რომ აშშ-ს საჰაერო ძალების მინისტრის თანამდებობაზე 68 წლის ბარბარა ბარეტის კანდიდატურა წარდგენა. ამის შესახებ მან მიკრობლოგ “ტვიტერზე” დაწერა.

“მოხარული ვარ, რომ აეროკოსმოსური კორპორაციის ყოფილი ხელმძღვანელი არიზონას შტატიდან ბარბარა ბარეტის კანდიდატურა სამხედრო-საჰაერო ძალების მინისტრის თანამდებობაზე წარვადგინო“,-წერს ტრამპი.

ბიზნესვუმენმა და ამერიკელმა დიპლომატმა ბარბარა ბარეტმა კარიერა კალიფორნიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში გამგეობის წევრობით დაიწყო, შემდეგ ის RAND Corporation- სა და სხვადასხვა ინსტიტუტების ლაბორატორიებში მუშაობდა.

2008 წლიდან 2009 წლამდე იგი ფინეთში აშშ-ს ელჩის თანამდებობას იკავებდა.  2017 წლამდე ბარეტი აეროკოსმოსურ კორპორაციას ხელმძღვანელობდა. ის იურისტი და პილოტია.

გარდა ამისა, ბარბარა ბარეტი  გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ამერიკის შეერთებული შტატების მისიის მრჩეველი იყო.

აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების მინისტრი პენტაგონის ხელმძღვანელს დაქვემდებარებაშია. ის სამოქალაქო ავიაციის დაგეგმვასა და განვითარებაზეა პასუხისმგებელი. საჰაერო ძალების შტაბის უფროსი  ბრძანებას და ოპერატიულ კონტროლს ახორციელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...