აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე მოსკოვს ეწვევა

სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ რიკერი მოსკოვს 17-18 სექტემბერს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, რიკერი კოლეგებს შეხვდება და მათან ერთად ორმხრივ ურთიერთობებს განიხილავს. იგეგმება დიალოგი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ასევე მოსკოვში აშშ-ს საელჩოს გუნდთან.

რუსეთის დედაქალაქში ვიზიტის წინა დღეს, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ბერლინს ეწვევა.

აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ რუსეთში აშშ-ს ელჩი ჯონ ჰანტსმანი თანამდებობიდან გადადგა. წერილი აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გაუგზავნეს. ჯონ ჰანტსმანს უფლებამოსილების ვადა 3 ოქტომბერს ეწურებოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

This website uses cookies to improve your experience. We'll assume you're ok with this, but you can opt-out if you wish. Accept Read More