აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინას მხარი დაუჭირა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობასა და გლობალური გამოწვევების წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლაზე ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გავრცელდა.

გერმანიის დედაქალაქში შეხვედრის დროს პომპეომ და მერკელმა განიხილეს ვაშინგტონისა და ბერლინის ერთობლივი ძალისხმევა გერმანიის გაერთიანებისა და ევროპაში თავისუფლების გავრცელების საქმეში.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა და გერმანიის კანცლერმა ასევე განიხილეს ორი ქვეყნის საერთო პრიორიტეტები და პარტნიორობის როლი გლობალურ და ახალ გამოწვევებთან დაკავშირებით.

პომპეო ასევე გერმანიის თავდაცვის მინისტრის ხელმძღვანელს ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერს შეხვდა. სახელმწიფო მდივანმა და მინისტრმა მოსაზრებები ირანის, ჩინეთის, რუსეთის, სირიისა და უკრაინის საკითხზე გაცვალეს.

გარდა ამისა, პომპეო გერმანიის ფინანსთა მინისტრ ოლაფ შტოლცემს შეხვდა, რომელთანაც მან “რუსული აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის მხარდაჭერაზე ისაუბრა”.

სახელმწიფო მდივანმა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევა ვაშინგტონის პროექტია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად