აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ბოლივიის დროებით ლიდერს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ბოლივიელ სენატორ ჯანინ ანიესს, სახელმწიფოს დროებით მეთაურად დანიშვნა მიულოცა და ერთობლივი მუშაობის მზადყოფნა გამოთქვა.

”შეერთებული შტატები მიესალმება ბოლივიელი სენატორის, ჟანინ ანიესის სახელმწიფოს დროებით პრეზიდენტად დანიშვნას, რათა თავისი ხალხი დემოკრატიული გზით გარდაქმნამდე, ბოლივიის კონსტიტუციისა და ინტერამერიკული დემოკრატიული ქარტიის პრინციპების შესაბამისად მიიყვანოს”, – ნათქვამია მაიკ პომპეოს განცხადებაში, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

მისი თქმით, შეერთებული შტატები “მოუთმენლად ელის ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციასთან, ბოლივიის სამოქალაქო საკონსტიტუციო ინსტიტუტებთან და ბოლივიელ ხალხთან ერთობლივ მუშაობას, რომლებიც რაც შეიძლება მალე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის ემზადებიან”.

”ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, უახლოეს კვირებში დემოკრატია დაიცვან და თავი შეიკავონ თანამემამულეებისა და მათი ქონების მიმართ ძალადობრივი ქმედებებისგან,” – დასძინა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.

ჟანინ ანიესმა 13 ნოემბერს ბოლივიის დროებითი ხელმძღვანელის უფლებამოსილება მიიღო.

პრეზიდენტ ევო მორალესის, ვიცე- პრეზიდენტ ალვარო გარსიას, სენატის თავმჯდომარის (პარლამენტის ზედა პალატა) ადრიანა სალვიერასა და დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის (პარლამენტის ქვედა პალატა) ვიქტორ ბორდას გადადგომის შემდეგ, ბოლივიის კონსტიტუციის თანახმად, ჟანინ ანიესი ბოლივიის დროებითი ხელმძღვანელი გახდა. ანიესი ახლა ვალდებულია, ვადამდელი საპრეზიდენტო და ზოგადი არჩევნები გამოაცხადოს, ასევე დროებითი ხელისუფლება ჩამოაყალიბოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად