A1 ბანერი

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი: ავტორიტარული რუსეთი ევროპაში გავლენის გაზრდას ცდილობს

შეერთებული შტატები ვაშინგტონიდან სამხედრო ტექნიკის შეძენის თაობაზე უნგრეთის მთავრობის გადაწყვეტილებას მიესალმება. Fox News-ის ცნობით, ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ბუდაპეშტში ვიზიტისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ეს ნაბიჯი უნგრეთისა და ნატო-ს უსაფრთხოების გაძლიერებას ხელს შეუწყობს. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიარტოსთან ერთობლივი პრესკონფერენცია Fox News- მა გაავრცელა.

„შეხედეთ უკრაინას, უნგრეთის მეზობელს, იმის გასაგებად, თუ რატომ არის ეს აუცილებელი. დღეს მე საგარეო საქმეთა მინისტრს ვესაუბრე, თუ რატომ არის აუცილებელი, რომ უკრაინის  სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარი დაუჭიროს. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ პუტინმა ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის არეულობა წარმოშვას. უნგრელებმა საკუთარი ისტორიის მაგალითებით, იციან, რომ ავტორიტარული რუსეთი არასდროს იქნება პატარა ქვეყნების დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დამცველი, “- განაცხადა პომპეომ.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადებით, რუსეთი და ჩინეთი ავტორიტარული ქვეყნებია.

„დღეს აშშ რეგიონში პოზიტიური გავლენისთვის იბრძვის”,- განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...