აშშ-ს საელჩო: “თავდაცვის ბიუჯეტის კანონი საქართველოსთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნებების უპრეცედენტო ზრდას ითვალისწინებს”

საქართველოში აშშ-ს საელჩო, ქვეყნის 2020 წლის თავდაცვის ბიუჯეტის კანონში საქართველოსთვის გამოყოფილ, უპრეცედენტოდ გაზრდილ თანხას გამოეხმაურა. როგორც საელჩოს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერია, 132 025 000 მილიონი აშშ დოლარის საქართველოსთვის გამოყოფა ადასტურებს, რომ საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობა ყველაზე მაღალ ნიშნულზეა.

“აშშ-ის 2020 წლის თავდაცვის საბიუჯეტო კანონში საქართველოსთვის განკუთვნილი თანხა მნიშვნელოვნად გაზრდილია და 132 025 000 აშშ დოლარს შეადგენს, რაც საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების მანძილზე ყველაზე მაღალ ნიშნულს წარმოადგენს”.

“აღნიშნული კანონი სხვა საკითხებთან ერთად განსაზღვრავს აშშ-ის პრიორიტეტებს პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერისა და დახმარების კუთხით. ნიშნადობლივია, რომ 2020 ფისკალური წლის კანონი მნიშვნელოვან ჩანაწერს შეიცავს საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების თვალსაზრისით”.

“აღსანიშნავია, რომ კანონი ასევე ითვალისწინებს საქართველოსთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნებების უპრეცედენტო ზრდას”, – ვკითხულობთ აშშ – ს საელჩოს ფეისბუქის გვერდზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად