აშშ-ს საელჩო: მოვუწოდებთ პარლამენტს, სრულად გაითვალისწინოს ეუთოსა და საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციები საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობაში

ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტვიტერის ოფიციალურ  გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, სადაც დიპლომატიური წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს შორის მიმდინარე ონლაინ დისკუსიას ეხმაურება.

„მოხარული ვართ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობასთან დაკავშირებით შეხვედრებს მართავს დაინტერესებულ მხარეებთან“,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში, რომელიც საელჩოს ტვიტერის  ოფიციალურ  გვერდზე გამოქვეყნდა, დიპლომატიური წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს შორის მიმდინარე ონლაინ დისკუსიას ეხმაურება.

„მოვუწოდებთ პარლამენტს, სრულად გაითვალისწინოს ეუთოსა და საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციები საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობაში, რათა ოქტომბერში გარანტირებული იყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“,- ნათქვამია განცხადებაში.​

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად