აშშ-ს საელჩო: გულითად სამძიმარს ვუცხადებთ მდინარე ენგურის გადაკვეთის მცდელობის დროს დაღუპული ქართველების ოჯახებსა და მეგობრებს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში გუშნ მდინარე ენგურის გადაკვეთისას დაღუპულთა ოჯახებს სამაძიმარს უცხადებს.

“აშშ-ს საელჩო გულითად სამძიმარს უცხადებს გუშინ მდინარე ენგურის გადაკვეთის მცდელობის დროს დაღუპული ქართველების ოჯახებსა და მეგობრებს; აგრეთვე ყველას ვინც განიცდის ჰუმანიტარულ კრიზისს, რომელიც შეიქმნა COVID-19 პანდემიისა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე გადაადგილების შეზღუდვის შედეგად. ვაფასებთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ენგურის ხიდის გავლით ჰუმანიტარული დერეფნის ხელშეწყობას. ადამიანის სიცოცხლის დაცვა მოითხოვს ყოველი მხრიდან ერთობლივი თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა თავიდან იქნას აცილებული გუშინ წყალში დახრჩობით გამოწვეული სიკვდილის მსგავსი მომავალი ტრაგედიები. ეს შემზარავი გარემოება უკვე მრავალი წელია ყველას გვახსენებს რომ ოჯახებს უხდებათ წარმოუდგენელი არჩევანის გაკეთება, იყვნენ მათთვის საყვარელ ხალხთან ერთად, მიიღონ სამედიცინო დახმარება და განათლება, ან ოჯახი უზრუნველყონ საკვებით. აშშ-ის ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია. ასევეა ჩვენი ერთგულება ამ ჰუმანიტარული კრიზისის შედეგად დაზარალებული ხალხის მიმართ.

The U.S. Embassy extends heartfelt condolences to the family and friends of the Georgians who died yesterday attempting to the cross the Enguri River, and to all of those who are suffering during the humanitarian crisis created by the COVID-19 pandemic and restricted movement across the Abkhazia administrative boundary line. We appreciate the United Nations’ facilitation of a humanitarian corridor across the Enguri Bridge. Protection of human life demands continued joint cooperation by all sides in order to avert future tragedies such as yesterday’s drowning deaths. This heartbreaking situation reminds us all that every day for too many years, families have been forced to make unimaginable choices to be with the people they love, find medical care and education, or put food on the table. The U.S. commitment to Georgia’s territorial integrity is unwavering. So is our commitment to the people suffering through this humanitarian crisis.” – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს სამძმარში.

შეგახსენებთ, გუშინ სოფელ შამგონაში, მდინარე ენგურში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს. მოგვიანებით კი ენგურმა სოფელ ორსანტიასთან კიდე ერთო ადამიანის ცხედარი გამორიყა.  გარდაცვლილები რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთიდან, მდინარე ენგურის გავლით გადმოდიოდნენ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...