საქართველოში აშშ-ის საელჩო: დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრას მივესალმებით

საქართველოში ამერიკის საელჩო საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის გამართულ შეხვედრას მიესალმება და რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია შეწყვიტოს. ამის შესახებ განცხადებას საელჩო მიკრობლოგ “ტვიტერზე” ავრცელებს.

“საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მიესალმება საქართველოსა და რუსეთს შორის შეხვედრას, რომელიც შვეიცარიის საგარეო უწყების შუამავლობით შედგა. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს უკანონო ოკუპაცია და შეამციროს დაძაბულობა”,-წერს საქართველოში აშშ-ს საელჩო მიკრობლოგ “ტვიტერზე”.

შეგახსენებთ: გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ დაისვა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი, საუბარი შეეხო არსებული უსაფრთხოების გარემოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული პროცესებს, ასევე საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებულ პრობლემურ საკითხებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად