აშშ-ს სადაზვერვო სამსახურის ყოფილი უფროსი: 2016 წელს აშშ-ს არჩევნებში რუსეთის ჩარევა აშკარაა

CIA- ს ყოფილმა ხელმძღვანელმა ჯონ ბრენანმა MSNBC- თან ინტერვიუში 2020 წელს დაგეგმილ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე ისაუბრა.

ასევე, ჯონ ბრენანი პრეზიდენტობის კანდიდატის ჯო ბაიდენის სიტყვებს გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი “ნამდვილ საფრთხეს წარმოადგენს”.

ჯონ ბრენანის შეფასებით, 2016 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო კამპანიაში “რუსული ინტერვენციის” დამადასტურებელი ფაქტები არსებობს და ეს აშკარაა.

ჯონ ბრენანმა ასევე შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ დონალდ ტრამპმა შესაძლოა, კანონის შესრულებაზე უარი განაცხადოს და დაზვერვის წინააღმდეგ წავიდე, თუ მას საფრთხე შეექმნება.
ადრე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ CIA- ს ყოფილი დირექტორი ჯონ ბრენანი “ფსიქიკურად დაავადებული” ადამიანია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...