აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ კიბერდანაშაულთან დაკავშირებით, რუსეთის მოქალაქეებს სანქციები დაუწესა

აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ კიბერდანაშაულთან დაკავშირებით, რუსეთში რეგისტრირებული 17 ფიზიკური და შვიდი იურიდიული პირის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. ზოგიერთი მათგანი, ვისაც აშშ-ს სანქციები შეეხო, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა.

ყველა კომპანია რუსეთშია რეგისტრირებული. საუბარია შემდეგ კომპანიებზე: შპს “ბიზნეს კაპიტალი”, შპს “ოპტიმა”, შპს “სავაჭრო-ინვესტი”, შპს “ავტო “სერვის ცენტრი”, შპს “ვერტიკალი”, შპს UNIKOM-ი და Evil Corp-ი.

Bloomberg- ის ცნობით, Evil Corp- ს სანქციები ჰაკერულ შეტევებთან დაკავშირებით დაუწესდა. სააგენტო აღნიშნავს, რომ ჰაკერების მსხვერპლთა შორისაა Bank of America და რამდენიმე სხვა ამერიკული ბანკი.

გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთ მოქალაქეს, მაქსიმ იაკუბცუს, ნებრასკის სასამართლოში ბრალი კიბერდანაშაულისთვის წაუყენეს. აშშ-ს იუსტიციის სამინისტრო მას იმ ჯგუფის ორგანიზატორად მიიჩნევს, რომელიც კიბერდანაშაულებს ახორციელებდა. აღნიშნული პიროვნების მოსაძებნად ან მის შესახებ ინფორმაციისთვის, შეერთებული შტატები ჯილდოდ 5 მილიონ დოლარს აწესებს.

როგორც აშშ-ს ფინანსთა სამინისტრო აღნიშნავს, Dridex- ის ვირუსის დახმარებით, კომპანიამ მინიმუმ 100 მილიონი დოლარი მიიტაცა, ამ შემთხვევაში ზოგიერთის წინააღმდეგ სანქციები არა ჰაკერულ შეტევებში უშუალო ჩართულობისთვის, არამედ ჰაკერულ ფინანსურ ოპერაციებში მონაწილეობისთვის დაწესდა.

აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს თანახმად, ეს როლი იკისრა:  ალექსეი ბაშლიკოვმა, რუსლან ზამულკომ, დევიდ გუბერმანმა, კარლოს ალვარესმა, გეორგიოს მანიდისმა, ტატიანა შევჩუკმა, აზამატ საფაროვმა, გულსარა ბურხონოვამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად