აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა გრეტა თუნბერგს ურჩია, ეკონომიკური კურსის გავლის შემდეგ ისაუბროს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაზე

შვედმა აქტივისტმა გრეტა თუნბერგმა ეკონომიკური კურსი უნდა გაიაროს და მხოლოდ ამის შემდეგ შეეცადოს, კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაზე ისაუბროს. ამის შესახებ აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა, სტივენ მნუჩინმა განაცხადა.

”მას შემდეგ, რაც ის კოლეჯში წავა და ეკონომიკის კურსს ჩააბარებს, შეუძლია დაბრუნდეს და ეს ყველაფერი აგვიხსნას,” – განაცხადა მან ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ. მინისტრს კომენტარის გაკეთება 17 წლის აქტივისტის გრეტა თუნბერგის მოწოდებაზე სთხოვეს, რომელიც გარემოს დაბინძურებით შეშფოთებულია.

გამოცემა The Guardian- ის თანახმად, სტივენ მნუჩინმა ასევე განაცხადა, რომ როდესაც საქმე გარემოს დაცვას ეხება, პრობლემების სწორი გადაწყვეტის პოვნა ადვილი არ არის.

”როდესაც შემეძლო ავტომობილი დამოუკიდებლად მეტარებინა (სანამ მინისტრი გავხდებოდი-“აიპრესი”),Tesla-ს ავტომობილი მყავდა. კალიფორნიაში წავედი და ეს მომწონდა. მაგრამ არავის მიუქცევია ყურადღება იმაზე, საიდან მოდიოდა ელექტროენერგია ელექტროავტომობილებისთვის…”,-განაცხადა მინისტრმა.

”გარემოსდაცვითი საკითხები რთულია”, – დასძინა აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა.

სამშაბათს, 21 იანვარს, დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე (WEF) საუბრისას, შვედმა აქტივისტმა გრეტა თუნბერგმა განაცხადა, რომ მსოფლიოში გარემოსდაცვითი მდგომარეობა მხოლოდ გაუარესდება. მისი შეფასებით,  კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ საბრძოლველად სწრაფი მოქმედებაა საჭირო.

გასული წლის განმავლობაში, გრეტა ტუნბერგი ფართოდ გახდა ცნობილი. იგი აქტიურად ემსახურება გარემოს დაცვას და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ საბრძოლველად სასწრაფო ქმედებებს მოითხოვს.

თარგმანი; თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად