აშშ-ს კონგრესმა უკრაინისთვის 250 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სამხედრო დახმარების გაწევას მხარი დაუჭირა

აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 250 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სამხედრო დახმარება დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

საუბარია კიევისთვის მომავალი ფისკალური წლის განმავლობაში სამხედრო დახმარების გაგრძელებაზე (იწყება 1 ოქტომბერს). აღნიშნული კანონპროექტი ახლა აშშ-ს სენატმა უნდა მიიღოს.

12 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, უკრაინაში სამხედრო დახმარებისთვის გამოყოფილი წინა თანხები გაეყინა.

პრეზიდენტის მითითებით, დაიწყო შემოწმება, თუ რა თანხები დაიხარჯა ვაშინგტონის ინტერესების გათვალისწინებით. აღნიშნულის შემდეგ კონგრესში განაცხადეს, რომ ისინი კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევას სახელმწიფოს მეთაურის ნების საწინააღმდეგოდ ცდილობდნენ.

აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გამოყოფილი სახსრების გარდა, 2019 წელს კიევი სახელმწიფო დეპარტამენტის მეშვეობით 445 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მიღებული თანხების გათვალისწინებით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ჯარის განვითარებისთვის 1,5 მილიარდი დოლარი გამოუყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად