აშშ-ს კონგრესმა ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაზე გადაწყვეტილება მიიღო

აშშ-ს კონგრესმა 31 ოქტომბერს გადაწყვეტილება მიიღო პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ. თეთრი სახლის მეთაურის გადადგომის შესახებ პროცედურის დაწყებას მხარი წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობამ დაუჭირა.

რეზოლუციას ქვედა პალატის 232-მა წევრმა დაუჭირა მხარი, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ, წინააღმდეგი 196 წარმომადგენელი იყო.

ტრამპი აღნიშნულ გადაწყვეტილებას ტვიტერით გამოეხმაურა და მას კუდიანებზე ნადირობა უწოდა “ეს აშშ-ს ისტორიაში ყველაზე ფართომასშტაბიანი ნადირობაა კუდიანებზე” – დაწერა დონალდ ტრამპმა “ტვიტერზე”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად