აშშ-ს გაეროს წევრი 192 ქვეყნიდან 58-ში ელჩი ჰყავს დასანიშნი

აშშ-ის პრეზიდენტად დონალ ტრამპის არჩევის შემდეგ, კანონით დადგენილი ვადის ამოწურვის ან სხვა მიზეზის გამო, მთელ რიგ ქვეყნებში და მისიებში პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ დანიშნულ ელჩებს შეუწყდათ უფლებამოსილება.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მისთვის სასურველი კანდიდატურების ელჩად დანიშვნა მხოლოდ სენატში რთული და ხანგრძლივი პროცესის პროცედურის წამოწყების და ბოლომდე გავლის შემდეგ შეუძლია. მხარეების უკომპომისობის შედეგად კი დღეისთვის არაერთ ქვეყანაში თუ საერთაშორისო მისაიაში აშშ-ის ელჩის ადგილი ვაკანტურია.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გაეროს წევრი 192 ქვეყნიდან 58 ქვეყანაში და 20 საერთაშორისო მისიიდან 8 მისიაში აშშ-ის ელჩის ადგილი ამ დრომდეა ვაკანტურია.

ქვეყნები – ავსტრალია, აზერბაიჯანი, ალბანეთი,არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბაჰამა, ბელარუსი, ბოლივია, ბელიზი, ბენინი, ბოტსვანა, ბრაზილია, ბრუნეი, გამბია, განა, ეგვიპტე, ერიტრეა, ესტონეთი, ვენესუელა, თურქეთი, იამაიკა, იორდანია, ირლანდია, ისლანდია, კამბოჯა, კატარი, კირიბატი, კომორის კუნძულები, კოტ დივუარი, კუბა, ლიბია, მადაგასკარი, მალი, მალტა, მაროკო, მექსიკა, მონღოლეთი, ნაურუ, პაკისტანი, პანამა, სამხრეთ აფრიკა, საუდის არაბეთი, საქართველო, სინგაპური, სირია, სლოვენია, სომხეთი, სუდანი, ტაილანდი, ტანზანია, ტაჯიკეთი, ტონგა, ტუვალუ, უზბეკეთი, ფიჯი, შვედეთი,ჩადი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ჰონდურასი.

მისიები – ასეანი (სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცია), ჟენევაში გაეროს წარმომადგენლობა, ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის ორგანიზაცია (OECD), ეუთო (ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია), გაეროს ადამიaნის უფლებათა საბჭო (Human Rights Council), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), იუნესკო (გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია), გაერო (პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ნიკი ჰეილის ნაცვლად 8 დეკემბერს დანიშნული ჰიზერ ნაუერტის კანდიდატურა სენატს ჯერ არ მოუწონებია).

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად