აშშ-ს ენერგეტიკის მინისტრი: გაზსადენი Nord Stream-2 ევროპის ქვეყნებზე რუსეთის გავლენას გაზრდის

გაზსადენ Nord Stream-2-ის გაშვება ევროპის ქვეყნებზე რუსეთის გავლენას გაზრდის და მათ უფრო დაუცველს გახდის,-ამის შესახებ აშშ-ს ენერგეტიკის მინისტრმა რიკ პერიმ ვილნიუსის ტრანსატლანტიკური ენერგეტიკული თანამშრომლობის კონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო Delfi.lt ავრცელებს.

“Nord Stream 2-ი გამანადგურებელი დარტყმა იქნება ევროპის ენერგეტიკული მრავალფეროვნებისა და უსაფრთხოებისთვის”,-განაცხადა რიკ პერიმ.

აშშ-ს ენერგეტიკის მინისტრის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ევროპაში თავისი ბუნებრივი აირით მომარაგების შესაძლებლობას განიხილავს, როგორც “შესაძლებლობას, რომ მეტი თავისუფლება და კონკურენცია მიიტანოს ბაზარზე”.

თავის მხრივ, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა შესთავაზა, რომ ლიეტუვის კლაიპედას პორტი აშშ-დან ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის კარიბჭე გახდეს.

“ჩვენ ევროპაში გვჭირდებით, ევროპაში თქვენი ბუნებრივი აირი გვჭირდება”, – აღნიშნა მინისტრმა.

”გვესმის, რომ შეგვიძლია ევროკავშირის, ნატო-ს წევრი ვიყოთ, მაგრამ სანამ ერთ წყაროზე ვართ დამოკიდებული,  სრულად დამოუკიდებელი ვერ ვიქნებით,” – განმარტა ლინკევიჩუსმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად