აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებლი: დე ფაქტო ხელისუფლებას მოვუწოდებთ, ღობის გავლების სამუშაოები შეჩერდეს

აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებლი, ელიზაბედ რუთი რუსეთს მოუწოდებს, შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიებიდან გაიყვანოს და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შეასრულოს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

“ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება შეწუხებულია იმით, რომ სოფელ ბუბუთიანთკარში რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა დე ფაქტო ხელისუფლებამ ღონის გავლების სამუშაოები განაახლა, რა თქმა უნდა, ეს მოსახლეობის კეთილდღეობაზე უარყოფითად აისახება.

ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ შეჩერდეს ეს პროცესი, ასევე რუსეთს მოვუწოდებთ რუსეთს, რომ დაემორჩილოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და შეიარაღებული ძალები გაიყვანოს”,- აღნიშნავა მან.

კითხვაზე, რამდენად ეფექტურია ხელისუფლების მუშაობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რუთმა უპასუხა, რომ საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის აშშ და ჟენევის ფორმატის მონაწილეები ამ პროცესში საქართველოს მთავრობასთან ერთად აქტიურად არიან ჩართული და მუშაობენ.
“ყველას ვურჩევდი, კრიტიკის ნაცვლად ამ პრობლემის წინააღმდეგ და მის მოსაგვარებლად გაერთიანდნენ”,-აცხადებს ელიზაბედ რუთი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...