აშშ-ს ელჩი: სასამართლო სისტემის პროგრესი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისთვის

“ბოლო პერიოდში, საქართველოში ძალიან ფართო დისკუსიაა გახსნილი ქართულ სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე. აშშ საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების პროცესში. რაში ხედავთ გამოსავალს – როგორ უნდა მოხდეს ამ კონკრეტული ინსტიტუციის გაჯანსაღება და მისადმი საზოგადოების ნდობის მოპოვება?” – ამ კითხვით მიმართა აშშ-ს ელჩს როს უილსონს გადაცამე “კვირის მთავარის” ავტორმა და წამყვანმა ლაშა ზარგინავამ.

” მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა დაიბრუნა, აშშ მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიის განვითარებას და განსაკუთრებით, სასამართლო სისტემის სრულყოფას, მის დამოუკიდებლობასა და კანონის უზენაესობას.

გასული წლების განმავლობაში, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლეთ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან და სასამართლო სისტემის რეფორმის სამი ტალღა გატარდა. ეს კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია, როცა საქართველო ცდილობს დააინტერესოს უცხოელი ინვესტორები, როცა საქართველოს მისწრაფება ევროკავშირთან დაახლოებაა და მის ნაწილად გახდომის სურვილი, როცა საქართველო ცდილობს შექმნას ღია, თავისუფალი და დამოუკიდებელი საზოგადოება.

ამრიგად ჩვენ მეტად დაინტერესებული ვართ იმ დისკუსიებით, რომლებიც თებერვლიდან განახლდება პარლამენტში. დრო გვიჩვენებს რა პროგრესი ექნება საქართველოს ამ თვალსაზრისით, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისათვის.” – განაცხადა როს უილსონმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად