აშშ-ს ელჩი: საქართველოში არსებობს მედიამრავალფეროვნება და განსხვავებული აზრის შესაძლებლობა

“ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში ძალიან დიდი როლი ეკისრება მედიას. როგორ შეაფასებთ მედიაპლურალიზმსა და ამ კუთხით არსებულ მდგომარეობას საქართველოში?” – ამ კითხვით მიმართა “კვირის მთავარის” წამყვანმა ლაშა ზარგინავამ აშშ-ს ელჩს როის უილსონს.

“ცხადია, მედია უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ნებისმიერ დემოკრატიაში და განსაკუთრებით აქ, საქართველოში. ამიტომაც  ძალიან მიხარია, რომ დღეს აჭარის ტელევიზიაში ვიმყოფები… ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ის ამბავი, რომ საქართველოში არსებობს მედიამრავალფეროვნება და განსხვავებული აზრის გამოთქმის შესაძლებლობა.

ეს ძალიან განსხვავდება იმ გამოცდილებისაგან რაც ჩემი კარიერის მანძილზე სხვადასხვა ქვეყანაში შემხვედრია,  განსაკუთრებით სამჭოთა კავშირში მუშაობისას ცივი ომის დროს.  იქ, მაშინ ცხადია, არ ისმოდა განსხვავებული ხმები.

მე ქართული არ ვიცი და პირადად ვერ შევაფასებ, მაგრამ ვხედავ, რომ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, სხვადასხვა საინფორმაციო წყაროდან განსხვავებული  მოსაზრებები მოისმინონ, განსაკუთრებით – ტელევიზიიდან. ზოგ მედიასაშუალებას შესაძლოა, პოლიტიკური ნიშანი ჰქონდეს, ზოგი უფრო დამოუკიდებელია… მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გაგრძელდეს, რომ საქართველოში იყოს მოსაზრებების, ხედვისა და იდეების მრავალფეროვნება და რომ ეს, ქვეყნის ყველა მოქალაქისათვის იყოს  ხელმისაწვდომი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად