აშშ-ს ელჩი: რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოდან!

“ჩვენ მოხარულები ვართ, რომ შევძელით დავხვედროდით „დონალდ კუკის“ შემოსვლას ბათუმის პორტში. სასიხარულოა ისიც, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრი შემოუერთდა გემის დახვედრის საზეიმო ცერემონიას. ეს ნათლად მიანიშნებს, თუ როგორია თანამშრომლობასამხედრო უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში ჩვენს ქვეყნებს შორის.” – ამის შესახებ აჭარის ტელევიზიაში, გადაცემა “კვირის” მთავარის ავტორს აშშ-ს ელჩმა განუცხადა.

“ეს ვიზიტი უჩვენებს აშშ-ს დაინტერესებას შავი ზღვის უსაფრთხოების პრობლემებით და ასევე სურვილს, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა გაღრმავდეს. ხოლო, ამჟამინდელი ვითარების გათვალისწინებით, არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ შავი ზღვის აუზის სხვა ქვეყნებთანაც.” – აღნიშნა როს უილსონმა.

ლაშა ზარგინავა: ბატონო უილსონ, აშშ-ის ყველაზე დიდი მხარდაჭერა საქართველოს უსაფრთხოების მიმართულებით სჭირდება და ამ მხარდეჭერას უკვე ათეული წლებია ვგრძნობთ კიდეც. რუსეთის პოლიტიკა და ოკუპირებული ტერიტორიები კვლავ რჩება ქვეყნის მთავარ გამოწვევად. ამ ფონზე როგორ გესახებათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ოკუპირებულ ტერიტოერიებზე მცხოვრები ადამიანების მომავალი?

როს უილსონი: უპირველესად ვიტყვი, რომ აშშ-ს პოზიცია ამ საკითხში ძალიან მტკიცეა. აშშ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, არ ცნობს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას, ასევე არ ცნობს სხვა სახელმწიფოს სურვილს, განალაგოს თავისი სამხედრო ძალები ამ ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა, რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოდან, უნდა განახლდეს მოლაპარაკებები ამ საკითხთან დაკავშირებით და საქართველომ აღადგინოს სრული კონტროლი საკუთარ ტერიტორიაზე.

ცხადია, ამ ამბავს თავისი ისტორია აქვს, მაგრამ ვფიქრობ, ქართველი ხალხისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ამბავი გადაილახოს. ამის გადააზრება მნიშვნელოვანია მათთვისაც, ვინც აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში ცხოვრობს, ეს მნიშვნელოვანია რუსეთისთვისაც და ყველასთვის კავკასიის რეგიონში. მათთვის, ვინც ერთად უნდა იცხოვროს, მშვიდობიანად, სტაბილურად და ჰარმონიულად. და ამ კონფლიქტის მოგვარება, ახალი თავის დასაწყისი იქნება საქართველოსა და მთელი რეგიონის ცხოვრებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად