აშშ-ს ელჩი: ლუგარის ცენტრი ყოველთვის იყო რუსეთის მხრიდან დაუსაბუთებელი და სასაცილო ბრალდებების საგანი

“ჩვენ მოხარულები ვართ, რომ შევძელით დავხვედროდით „დონალდ კუკის“ შემოსვლას ბათუმის პორტში. სასიხარულოა ისიც, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრი შემოუერთდა გემის დახვედრის საზეიმო ცერემონიას. ეს ნათლად მიანიშნებს, თუ როგორია თანამშრომლობასამხედრო უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში ჩვენს ქვეყნებს შორის.” – ამის შესახებ აჭარის ტელევიზიაში, გადაცემა “კვირის” მთავარის ავტორს აშშ-ს ელჩმა განუცხადა.

“ლუგარის ცენტრი ყოველთვის იყო რუსეთის მხრიდან დაუსაბუთებელი და სასაცილო ბრალდებების საგანი. ამბებს, რომელსაც ლუგარის ცენტრზე იგონებდნენ არანაირი საფუძველიარ ჰქონდა. ასევე აღსანიშნავია, რომ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბევრი შესაძლებლობა გაუშვეს ხელიდან, რომ საკუთარი თვალით ენახათ თუ რა კეთდება ლაბორატორიაში. იქ არაფერია საიდუმლო, ყველაფერი ღია და გამჭვირვალეა. და ჩვენ ვცდილობდით, კიდევ უფრო მეტად გამჭვირვალე გაგვეხადა სწორედ რუსეთისათვის, ის რაც ამ ლაბორატორიაში ხდება.

რაც შეეხება იმას, თუ რა უნდა გაკეთდეს: ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლო პერიოდში თავად საქართველომ აიმაღლა ხმა და ღიად დაიწყო საუბარი რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციის თაობაზე ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით. სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი – საქართველომ ისაუბროს ამ ცენტრზე და გაფანტოს ფუჭი ბრალდებები. ” – განაცხადა აშშ-ს ელჩმა საქართველოში როის უილსონმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად