აშშ-ს დაზვერვის სამსახურის თანამშრომელი მედიისთვის საიდუმლო მონაცემების გადაცემის ბრალდებით დააკავეს

აშშ-ს სადაზვერვო სამსახური თანამშრომლი ორი ჟურნალისტისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას The Hill აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ 30 წლის ჰენრი კაილ ფრიზმა ორჯერ გადასცა ჟურნალისტებს აშშ-ს ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საიდუმლო ინფორმაცია.

სავარაუდოდ, იგი რომანტიკულ ურთიერთობაში იყო ერთ-ერთ ჟურნალისტთან, რომელსაც ეს მონაცემები გადასცა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ FBI ფრიზის სატელეფონო საუბრებს აკონტროლებდა და “ტვიტერზე” მის პირად კორესპონდენციაზე წვდომა ჰქონდა.  ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სადაზვერვო სამსახურის თანამშრომელს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი არ აკონკრეტებს, თუ რა სახის ინფორმაცია გადასცა მან ჟურნალისტებს, რომლებთანაც ბრალდებული თანამშრომლობდა, თუმცა ცნობილია, რომ ის ეროვნულ უსაფრთხოებას ეხებოდა.

იუსტიციის სამინისტრო ასევე არ აკონკრეტებს, ეხებოდა თუ არა სხვა სახელმწიფოს ჟურნალისტებისთვის გადაცემული ინფორმაცია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად