აშშ რუსეთს მაკედონიის ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე გავლენის მოხდენაში ადანაშაულებს

აშშ-ს თავდაცვის მინისტრის ჯეიმს მეტისის განცხადებით, ვაშინგტონი შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მოსკოვი მაკედონიის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების თაობაზე დაგეგმილ რეფერენდუმზე ნეგატიური გავლენის მოხდენას ცდილობს. ინფორმაციას Washington Examiner-ი ავრცელებს.
 

როგორც პენტაგონის ხელმძღვანელმა განაცხადა, მომავალ კვირას ის მაკედონიას ეწვევა.
"მაკედონიელი მეგობრების მონახულებას ვაპირებ ….იქ მივდივარ, რომ ნათლად დავანახო ჩვენი პოზიცია – ჩვენ მაკედონიელ ხალხთან ერთად ვართ", – აღნიშნა მეტისმა.
მინისტრის თქმით, მას მაკედონიის საქმეში რუსეთის ჩარევის შესაძლებლობა აწუხებს.
"მჯერა, რომ დემოკრატიული სახელმწიფოები მარტო უნდა დარჩეს“,-განაცხადა პენტაგონის ხელმძღვანელმა.

მისი შეფასებით, ეს ისეთი სახის ზიანია, რომელიც რუსეთმა ესტონეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, უკრაინას შეუქმნა და ახლა მაკედონიის სიდა საქმეებში ჩარევას ცდილობს.
11 ივლისს, ბრიუსელის სამიტის დროს ნატო-ს ხელმძღვანელობამ მაკედონიის საკითხზე იმსჯელა. თუმცა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებმა განაცხადეს, რომ მაკედონიამ თავდაპირველად ქვეყნის სახელწოდების შეცვლის თაობაზე არსებული პრობლემა უნდა მოაგვაროს, რათა "ალიანსში გაწევრიანების პროცესი წარმატებით დასრულდეს".

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად