აშშ პოლონეთში განლაგებული თავისი ჯარების რიცხობრივ შემადგენლობას 1000 კაცით ზრდის

ამის შესახებ ინფორმაცია პენტაგონის ოფიციალურ საიტზეა გამოქვეყნებული

საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-მა და პოლონეთმა დაასრულეს მოლაპარაკება თავდაცვით სფეროში გაფართოებული თანამშრომლობის (EDCA) შესახებ.

ახალი ხელშეკრულების თანახმად, პოლონეთში დამატებით განთავსდება აშშ-ის 1000 ჯარისკაცი. პენტაგონის განცხადებით დამატებითი ჯარი ჯავსანსატანკო ნაწილის და საბრძოლო ავიაციის ბრიგადის მხარდასაჭერად იგზავნება.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით აშშ-პოლონეთს შორის მოლაპარაკების მიზანი იყო “რუსეთის შეკავება, ნატოს გაძლიერება და ევროპაში ძალების სტრატეგიული განლაგების ცვალებად პირობებში ჩვენი მოკავშირეეების გამხნევება”

შეგახსენებთ, რომ პოლონეთში უკვე იმყოფება აშშ-ის 4500 სამხედრო მოსამსახურე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად