აშშ პარიზის კლიმატის შეთანხმებას 19 თებერვლიდან ისევ შეუერთდება

შეერთებული შტატები ოფიციალურად დაუბრუნდება პარიზის კლიმატის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას 19 თებერვალს. ამის შესახებ ნათქვამია გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერესის განცხადებაში, რომელიც შეთანხმების დეპოზიტარის როლს ასრულებს.

”პარიზის შეთანხმება შეერთებული შტატებისთვის ძალაში შევა 2021 წლის 19 თებერვალს”, – ნათქვამია ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა თანამდებობაზე დანიშვნის პირველ დღეს ხელი მოაწერა ბრძანებულებას პარიზის კლიმატის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე ქვეყნის დაბრუნების შესახებ. 2018 წელს თეთრი სახლის მაშინდელმა ხელმძღვანელმა დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა ხელშეკრულებიდან გასვლა, რადგან ეს, მისი აზრით, ანელებდა ამერიკის ეკონომიკის განვითარებას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად