აშშ Nord Stream2-ისა და “თურქეთის ნაკადის” პროექტებში მონაწილე კომპანიების მიმართ სანქციების დაწესებას გეგმავს

მომავალი წლის აშშ-ს სამხედრო ბიუჯეტი მოიცავს სანქციებს იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც გაზსადენების Nord Stream-2-ისა და “თურქეთის ნაკადის” პროექტებში მონაწილეობენ. ამ სანქციების საშუალებით ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოება უნდა უზრუნველყონ. 738 მილიარდი დოლარის ბიუჯეტზე სენატის თავდაცვის კომიტეტებსა და აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში შეთანხმდნენ.

პროექტი “რუსეთთან, ჩინეთთან და მსოფლიოს სხვა საფრთხეებთან” ბრძოლას ისახავს მიზნად. ასევე, ის პენტაგონის ბიზნესის მოდერნიზაციასა და სამხედრო პერსონალის, მათი ოჯახების დახმარებასაც გულისხმობს.

კერძოდ, რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან არსებული საფრთხის შესამცირებლად ხარჯები 3.1% -ით გზაირდება. სულ საზღვარგარეთ საგანგებო სამხედრო ოპერაციებისთვის 71,5 მილიარდი დოლარია გათვალისწინებული.

”რუსეთის აგრესიის” შესაჩერებლად, სტრატეგიის ფარგლებში, ბიუჯეტში დამატებით 734.3 მილიონ აშშ დოლარია გათვალისწინებული, რომელიც ევროპის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას უნდა მოხმარდეს. ასევე, 300 მილიონი აშშ დოლარი უკრაინაში თავდაცვის პროდუქციის მიწოდებას ითვალისწინებს, მათ შორისაა ლეტალური იარაღიც.

ბიუჯეტის პროექტი რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის აკრძალვას ითვალისწინებს. აშშ-ს ადმინისტრაცია ასევე არ სცნობს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას და მოსკოვის ქმედებების გამო, სტრატეგიას აფართოებს.

გაზსადენი “თურქეთის ნაკადი” 2020 წლის იანვრის დასაწყისში ამოქმედდება. მისი მეშვეობით რუსული გაზი შავი ზღვის გავლით თურქეთში გადავა, შემდეგ კი თურქეთის გავლით სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მეზობელ ქვეყნებში. ორი მილსადენის თითოეული სიმძლავრე 15,75 მილიარდი კუბური მეტრი მ გაზი იქნება წელიწადში.

გაზსადენი “Nord Stream-2”-ის საშუალებით რუსული გაზი ევროპელი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახდება. ის სავარაუდოდ, ის 2020 წლის შუა რიცხვებში ამოქმედდება. გაზსადენის სიმძლავრე 55 მილიარდი კუბური მეტრი გაზი იქნება წელიწადში. კონსორციუმში ასევე შედის ფრანგული Engie, ავსტრიული OMV, ბრიტანულ-ჰოლანდიური Royal Dutch Shell, გერმანული Uniper და Wintershall-ი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად