აშშ ნოემბრისთვის ავღანეთში თავის სამხედრო კონტიგენტს 4 500-მდე შეამცირებს

ნოემბრისთვის შეერთებული შტატები შეამცირებს ავღანეთში თავის სამხედრო კონტინგენტს 8.6 ათასიდან 4.5 ათასამდე. ამის შესახებ გენერალმა კენეტ მაკენზიმ, აშშ-ს ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ხელმძღვანელმა The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

”ნოემბრისთვის, ოქტომბრის ბოლოს ჩვენ მივუახლოვდებით 4,5 ათასიან ნიშნულს ავღანეთში“, – თქვა მეთაურმა, რომლის ოპერატიული პასუხისმგებლობის არეალი მოიცავს პირველ რიგში ახლო აღმოსავლეთს.

მან დაამატა, რომ 4 500 ამერიკელ ჯარისკაცს შეეძლება ავღანეთში შეასრულოს ყველა საჭირო დავალება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად