აშშ მზადაა, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ირანის მიერ შემოთავაზებული პროექტი შეისწავლოს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზადაა, სპარსეთის ყურისა და ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ირანის მიერ შემოთავაზებული პროექტი შეისწავლოს.

”მე ყოველთვის ღია ვარ”, – განაცხადა ტრამპმა ირანის პრეზიდენტის ჰასან როუჰანის განცხადების საპასუხოდ.

მან დასძინა, რომ შეერთებული შტატები ირანთან თანამშრომლობს და უკვე  “უზარმაზარ პროგრესს” მიაღწია.

მანამდე, ჰასან როუჰანმა განაცხადა, რომ ირანი თავის გეგმას გაერო-ს წარუდგენს. როუჰანის თქმით, ირანის მიერ შემუშავებული ინიციატივა სპარსეთის ყურისა და ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოებას გულისხმობს,რომელშიც რეგიონის სხვა ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას.

”უცხო ძალების ყოფნა შესაძლოა რეგიონისთვის, საერთაშორისო წყლებისთვის, აგრეთვე გემისა და ენერგეტიკის სექტორისთვის სახიფათო იყოს, მაგრამ ჩვენ რეგიონის ქვეყნებს შორის ერთიანობასა და კოორდინაციას ვცდილობთ”, – აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად