აშშ მოქალაქეობის მისაღებად ტესტის შეცვლას გეგმავს

აშშ-ს სამოქალაქო და საიმიგრაციო სამსახური (USCIS) აშშ-ის მოქალაქეობის მისაღებად ტესტის შეცვლას გეგმავს. ამის შესახებ ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

აღსანიშნავია, რომ ცვლილებები იგეგმება იმისთვის, რათა გარანტირებული იყოს განმცხადებლის, როგორც ქვეყნის მომავალი მოქალაქის ცოდნა მისი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ.

“მიზანია შეიქმნას მნიშვნელოვანი, ერთიანი და ეფექტური ტესტი, რომელიც შეაფასებს აშშ-ის ისტორიის, მთავრობისა და ფასეულობების ცოდნას და გააზრებას აპლიკანტების მიერ”, – ნათქვამია დოკუმენტში.
2018 წლის დეკემბერში სამოქალაქო და საემიგრაციო სამსახურმა მოქალაქეობის მისაღებად ტესტის გადასინჯვის მიზნით სამუშაო ჯგუფი შექმნა. კერძოდ, შეთავაზების მიხედვით, ეს ჯგუფი გამოცდის ნაწილს განიხილავს. ცვლილებები ძალაში 2020 წლის დეკემბერში ან 2021 წლის დასაწყისში შევა.

მანამდე, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გააჩნია გეგმა, რაც საშუალებას მისცემს, ქვეყანაში მცხოვრები აშშ-ის მოქალაქეების რაოდენობა დადგინდეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...